ბურკინა – ფასოში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა – დაღუპულია 20 ადამიანი

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 63 მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. მძევლები ტერორისტებს ერთ-ერთ სასტუმროში ჰყავდათ აყვანილი.
სპეცოპერაციის დროს 20 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. სპეცოპერაცია ადგილობრივმა ძალებმა ფრანგული სპეცრაზმის დახმარებით ჩაატარეს.
„ბოევიკები“ ოთხვარსკვლავიან სასტუმრო Splendid-ს, სადაც გაეროს თანამშრომლები და ტურისტები ჩერდებიან, პარასკევს გვიან ღამით დაესხნენ თავს.
თავდაპირველად მათ სასტუმროსთან ორი ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შენობაში შეიჭრა და ის დაიკავა.
ტერორისტები სასტუმროს გვერდით პოპულარულ კაფე Cappuccino-საც დაესხნენ თავს და, თვითმხილველების თქმით, იქ მყოფი რამდენიმე ადამიანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები