სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას მეორე დღეა ეძებენ

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას მეორე დღეა ეძებენ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, რის შემდეგაც პროკურორი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ქირიას ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.
“კვირა“ პროკურატურას დაუკავშირდა. როგორც საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის 2 დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები