სამტრედიის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.