ვიქტორია ნულანდი კალინინგრადის ოლქში ვლადისლავ სურკოვს ხვდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ვიქტორია ნულანდი კალინინგრადის ოლქში იმყოფება, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს ხვდება.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კალინინგრადის ოლქში პაველ მამონტოვმა განაცხადა, „ნულანდის და სურკოვის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკება“.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო მინსკის შეთანხმებების შესრულება. ეს საკითხი ხუთშაბათს სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები