პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობდა. საბჭოს წევრები ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხედვას გაეცნენ. ენერგეტიკის სამინისტროს ხედვაში ასახულია ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დინამიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების შედეგად, სამინისტრომ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმები 1500 მგვტ-მდე ახალი ელექტროსადგურების მშენებლობაზე და ხელი შეუწყო დაწყებული ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესს. სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ინვესტორებთან. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2014 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში ჯამში გაზიფიცირებულია 916 304 აბონენტი (თბილისის ჩათვლით), აქედან რეგიონებში – 537 953 აბონენტი. 2014-ში იგეგმება 57 512 აბონენტის გაზიფიცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები