რუსეთის საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად დაეცა

რუსეთის საფონდო ბაზარი ნავთობზე ფასების კლების პარალელურად მნიშვნელოვნად დაეცა.
„რუსეთის სავაჭრო სისტემის“ ინდექსი 5%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან მისმა ვარდნამ 12,6% შეადგინა. მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ინდექსი ოდნავ ნაკლებად დაეცა – ის 3,2%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან კი ბირჟის ვარდნამ 7,6% შეადგინა. რუსეთის საფონდო ინდექსების დაცემას ექსპერტები ნავთობის გაიაფებით ხსნიან. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი პარასკევს 30 დოლარზე დაბლა დაეცა და ერთ ბარელში 29,7 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI კი 29,6 დოლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები