სომალიში სამშვიდობოების ბაზაზე თავდასხმის შედეგად 50 კენიელი სამხედრო დაიღუპა

სუყლ მცირე 50 კენიელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სომალიში, აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზაზე „აშ-შაბაბის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
„აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზას დღეს დილით დაესხნენ თავს. ბაზის ღობეს დანაღმული ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ ბაზის ტერიტორიაზე შეაღწიეს. მოგვიანებით „აშ-შაბაბის“ წარმომადგენლებმა სამხედრო ბაზის აღების შესახებ განაცხადეს. „აშ-შაბაბი“ სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს. ის ქვეყანაში გაეროს ჰუმანიტარულ მისიას ხელს უშლის. 2008 წელს აშშ-მ ეს ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები