რუსეთში, მდინარეში ავტომობილი იპოვეს, რომელიც 20 წლის წინ დაიკარგა
რუსეთში, მდინარე ენისეიში ავტომობილი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, 20 წლის წინ დაიკარგა. მანქანაში ორი ცხედარი, – 1957 წელს დაბადებული მამაკაცის და 1965 წელს დაბადებული ქალის, – აღმოაჩინეს. მათი ვინაობა დადგენილია. დაღუპულებზე ძებმა ჯერ კიდევ 1995 წელს გამოცხადდა.
ავტომობილი წვრთნების დროს მაშველებმა აღმოაჩინეს. ის მდინარე ენისეიში 3 მეტრის სიღრმეზე ნაპირიდან 20 მეტრში იმყოფებოდა. ამასთანავე, პოლიციას „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების დროს ეჭვი შეეპარა, რომ ის მდინარეში 20 წლის მანძილზე იმყოფებოდა. მათი ვარაუდით, მანქანა ენისეის ფსკერზე 2-3 წელი ეგდო. ამჟამად დაწყებულია გამოძიება.