საფრანგეთში ახალი წამლის გამოცდის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში ახალი წამლის გამოცდის დროს რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს, ერთი კი კომაში ჩავარდა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყების ხელმძღვანელის მარისოლ ტურენის ცნობით, ინციდენტი ქალაქ რენის ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში მოხდა. ამ ფაქტის შემდეგ კვლევები სასწრაფოდ შეწყდა, ხოლო მონაწილე მოხალისეები სახლებში გაუშვეს. წამლის სახელწოდება უცნობია, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს მარიხუანის ბაზაზე შექმნილი ტკივილგამაყუჩებელია. საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები