„თუკი „ჰუმანითი ჯორჯიას“ აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, ჩვენ ამას მივესალმებით“

იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ თვალ-ყური ვადევნოთ ამ „ჰუმანითი ჯორჯიას“ აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის შემოიტანს “ჰუმანითი ჯორჯია” ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულმა კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.
“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, “ჰუმანითის” ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ.
უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის სისტემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები