თამთა მეგრელიშვილი: გრიგოლ ლილუაშვილი მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა და მეტიც, ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა თავად ყოფილიყო ამ მოთხოვნათა დაცვის გარანტორი

“კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ – ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

„ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეს არის დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემაა.
სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ-ერთია კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება.
კორუფციას მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთი ფორმა როგორიცაა მექრთამეობა.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში სწორედ ამ ბრალდებით, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
გამოდის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თავად უგულებელყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებიდან ერთ – ერთს, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.
მოქმედებდა უკანონოდ, იღებდა ქრთამს, და ამით არღვევდა სამართლის იმ მოთხოვნებს რისი შესრულების ვალდებულებაც თავად გააჩნდა და მეტიც, ჰქონდა მაღალი პასუხისმგებლობა თავად ყოფილიყო ამ მოთხოვნათა დაცვის გარანტორი.“ – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები