აფხაზეთის მთავრობის წევრები იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

„დღევანდელი დღე ნამდვილად გამორჩეული და ემოციურია. გულითად მადლობას ვუხდით იერუსალიმის პატრიარქს, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის დელეგაციას განსაკუთრებული სითბოთი გვიმასპინძლა.

უწმინდესს გავუზიარეთ ჩვენი სატკივარი და და ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

მწამს, რომ საქართველოსა და იერუსალიმის პატრიარქების ერთობლივი ლოცვა-კურთხევით, აუცილებლად აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწევთ – ვიცხოვრებთ ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები