ლონდონში კლიმატის აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დააკავეს
კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის ეჭვმიტანილად დააკავეს,- ამის შესახებ Metro წერს.
ლონდონის პოლიციის ცნობით, 22 წლის ტუნბერგი აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდამჭერი პლაკატის გამოფენისთვის დააკავეს, რაც 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
ტუნბერგს Aspen Insurance-ის ცენტრალური ოფისის წინ გამართულ დემონსტრაციაზე ხელში პლაკატი ეჭირა, წარწერით „მე მხარს ვუჭერ “პალესტინის მოქმედების” პატიმრებს. ვეწინააღმდეგები გენოციდს”.
შვედი აქტივისტი ლონდონში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რათა მხარი დაეჭირა აკრძალული ჯგუფის რამდენიმე წევრისთვის, რომლებიც ამჟამად წინასწარი პატიმრობაში იმყოფებიან და 2 ნოემბრიდან შიმშილობენ.