“სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას ვისაუბრეთ მოსაზრებებზე, რომლებიც ამ პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით შვეიცარიას აქვს” – ვოლსკი

„მომავალი წლიდან შვეიცარია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტისთან შეხვედრაზე საუბრობს.

„მომავალი წლიდან შვეიცარია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას, რომელიც ამავე დროს ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, ვისაუბრეთ მოსაზრებებზე, რომელიც ამ პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით შვეიცარიას აქვს. განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება და პოლიტიკური პროცესები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგები. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და პოლიტიკური პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები