“უკრაინაში კორუფციული სქემა გამოავლინეს ამერიკელებმა და ჩვენთან – ჩვენ თვითონ გამოვავლინეთ” – შარმანაშვილი
“უკრაინაში კორუფციული სქემა გამოავლინეს ამერიკელებმა და ჩვენთან – ჩვენ თვითონ გამოვავლინეთ. არავინ ჩამოსულა ჩვენთან, ამის გაკეთება არ დაუძალებია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს.
„ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ნება. ჩვენთან კორუფციასთან ბრძოლას სისტემატური ხასიათი ექნება და ვეცდებით ეს მთელს მსოფლიოს დავანახოთ. იმის იმედად, რომ ხვალ მარტა კოსი, ან ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ ყოჩაღ, რა კარგად მოქმედებთ კორუფციის წინააღმდეგო. გულუბრყვილოები არ ვართ და როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ვიცით, რომ ამას არ იტყვიან. მაგრამ ეს მათ დასანახად ხომ არ გვინდა?! ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გვინდა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.