აშშ „ტრამპის კლასის“ სამხედრო ხომალდებს შექმნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი სამხედრო ხომალდების, სახელწოდებით „ტრამპის კლასი“, შექმნის გეგმა.

როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, ამ ინიციატივის ფარგლებში იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბრძოლო გემების აშენება, რომლებიც შეადგენენ აშშ-ის საზღვაო ძალების ახალ „ოქროს ფლოტს“.

“ახალი ხომალდები იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე დიდი და ასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე აშენებული ნებისმიერი საბრძოლო გემი,”- თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, ახალი საბრძოლო გემის დიზაინის შექმნაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის თანახმად, პირველი ორი ხომალდის მშენებლობა დაიწყება უახლოეს წლებში და ისინი აღიჭურვებიან ჰიპერბგერითი რაკეტებით, ლაზერებითა და სხვა მოწინავე იარაღით.

პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ტრამპის კლასი“ მიზნად ისახავს აშშ-ს საზღვაო უპირატესობის შენარჩუნებას და ახალ გამოწვევებთან დაპირისპირებას, რაც, მედიის ცნობით, ამჟამად გლობალური უსაფრთხოების მთავარი თემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები