დავით ნარმანია: აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდება

მერია აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება მეტრო მარჯანიშვილიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია. ნარმანიას განცხადებით, ეს როგორც ტურისტული, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტია.
„კერძოდ, ეს იქნება მეტრო მარჯანიშვილიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, ასევე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, 46 სახლის რეაბილიტაციას, მეორე მხრივ, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას, გზის საფარის აღდგენას, გარე განათებას, ასევე, დამატებით საზოგადოებრივი სივრცეების გაკეთებას, მშრალი ხიდის ქვეშ გვირაბის გაკეთებასა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას, რაც როგორც ტურისტული, ასევე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ დღეს მთავრობაზე, ამ პროექტის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ და მივიღეთ თანხმობა, გამარტივებული შესყიდვის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოხდება კომპანიების მხრიდან ფასების წარმოდგენა, ფასთა გამოკითხვა და, შესაბამისად, საუკეთესო პირობების მქონე კომპანიების შერჩევა, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები