დიმიტრი ქუმსიშვილი: ლაშა აბაშიძე არ დაინიშნება ჩემს მოადგილედ

ვიცე-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია ვიცე-მერის მის მოადგილედ დანიშვნის შესახებ უარყო.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქუმსიშვილმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრად გადასვლას არ აპირებს.
„ლაშა აბაშიძე არ დაინიშნება ჩემს მოადგილედ, მე არ გადავინაცვლებ ფინანსთა სამინისტროში და ყველანი დავრჩებით იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლებს, რის შემდეგაც შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრადაც დაინიშნოს. ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები