სომალიში „ბოევიკები“ აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზას თავს დაესხნენ

სომალიში ტერორისტული დაჯგუფების „აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზას თავს დაესხნენ.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბაზის ღობეს დანაღმული ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. ამის შემდეგ „ბოევიკებმა“ ბაზის ტერიტორიაზე შეაღწიეს. მოგვიანებით „აშ-შაბაბის“ წარმომადგენლებმა ბაზის აღების შესახებ განაცხადეს. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას ამ ინციდენტზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ სომალიში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს. ის აქტიურად თანამშრომლობს „ალ-ქაიდასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები