ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „თვითმკვლელთა სკოლის“ უფროსი მოკლეს

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტების მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განადგურებული „ბოევიკის“ სახელია მოჰამედ აბდ მანაფ არ-რაუი, ის 7 იანვრის ოპერაციის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად ქალაქ აბუ-კამალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არ-რაუი თვითმკვლელებს ამზადებდა და ბაღდადსა და ერ-რამადიში დანაღმული ავტომანქანების გაგზავნას ხელმძღვანელობდა. მოჰამედ აბდ მანაფ არ-რაუიზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები