თეა წულუკიანი: ჩვენ ვატარებთ და გავაგრძელებთ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლო სისტემაში რეფორმირების გაგრძელების შესახებ ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწყება მართლმსაჯულების საკანონდებლო რეფორმას გააგრძელებს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეფორმების იმპელემენტაცია მოსამართლეების საქმეა.
„ჩემი პასუხი ბატონი მუჟნიეკსისადმი არის შემდეგი: დიახ, ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და გავაგრძელებთ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას, ხოლო ამ რეფორმების იმპელემენტაცია უკვე არის თავად მოსამართლეების საქმე. იმპლემენტაციაში ჩვენ ვერ ჩავერევით, ჩვენი მიზანია მათ მივცეთ კარგი კანონები, რასაც ეს მთავრობა სამი წელია აკეთებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები