ბრაზილიაში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში აფეთქება მოხდა

ბრაზილიის ქალაქ სანტოსში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. საწყობის მიმდებარე სახლების მოსახლეობა ევაკუირებულია.
საწყობის მფლობელი კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქება მჟავის, სადეზინფექციო საშუალებების და წვიმის წყლის არევის შედეგად მოხდა.
60-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ უმეტესობას სასუნთქი გზები დაუზიანდა, ასევე თვალების ტკივილი შეენიშნებათ. ამჟამად საწყობში ხანძარი გრძელდება, ცეცხლი 16 კონტეინერს მოედო. აფეთქების შემდეგ ქალაქის თავზე უზარმაზარი ღრუბელი შეიქმნა, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებებისგან შედგება. სანტუსის მერი მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარი სახლები არ დატოვონ, ვინაიდან წვიმა შესაძლოა, ქიმიურ ელემენტებს შეიცავდეს, რომლებიც დამწვრობებს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები