ანა დოლიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ანა დოლიძემ სტუდენტებთან ქვეყნის სამხედრო-საზღვაო სფეროს განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე გაამახვილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვიზიტის დასასრულს მინისტრის მოადგილემ საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. ცენტრში არსებული თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები