ანა დოლიძე ფერიის ბავშვთა სახლს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ძველით ახალ წელს ფერიის მატათას სახელობის ბავშვთა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ესტუმრა. აღსაზრდელების მიერ გამართულ საახალწლო წარმოდგენას ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დაესწრნენ. ანა დოლიძემ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო სასაჩუქრე კალათა გადასცა.
წმინდა მატათას სახელობის ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონი 10 წლის წინ დაფუძნდა. ფერიის ბავშვთა სახლში ამჟამად 200-მდე აღსაზრდელი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები