პარიზში ნოემბრის ტერაქტის შესაძლო მონაწილის ცხედარი ამოიცნეს

პარიზის პროკურატურამ თვითმკვლელი ტერორისტის ამოცნობის შესახებ განაცხადა, რომელმაც სენ-დენიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. ეს ოპერაცია 13 ნოემბრის ტერაქტებიდან მეორე დღეს ჩატარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულის სახელია შაკიბ აკრუ, ის ბელგიის მოქალაქეა, წარმოშობით მაროკოელი. ამ პირის ამოცნობა დნმ-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
სენ-დენის რაიონში სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. დაღუპულთა ცხედრები მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავდაპირველად პოლიცია არა მარტო მათი ვინაობის, არამედ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენასაც კი ვერ ახერხებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები