ავარია იაპონიაში: 14 დაღუპული, 27 დაშავებული

იაპონიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 27 კი  დაშავდა. ავარია ნაგანოს სათხილამური კურორტთან მოხდა. ტურისტული ავტობუსი საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამობრუნდა. პოლიციის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს გზაზე ყინული არ ყოფილა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის  მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები