ინდონეზიის პოლიციამ ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო

ინდონეზიის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში, დღეს მომხდარი ტერორისტული შეტევების შემდეგ, კიდევ ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო. ამის შესახებ Channel News Asia იუწყება.
შეგახსენებთ, რომ აფეთქებები ჯაკარტის სავაჭრო ცენტრ Sarinah-სთან დღეს მოხდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფე Starbucks-თან და პოლიციის საგუშაგოსთან აამოქმედა. ამის შემდეგ პოლიციელებსა და „ბოევიკებს“ შორის ორმხრივი სროლა დაიწყო. საერთო ჯამში, 7 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. პოლიციამ ოთხი დამნაშავე დააკავა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები