თბილისის მოსახლეობის ნაწილს 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 15 იანვარს დროებით შეიზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს: კრწანისის რაიონი – ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს (515 აბონენტს); მთაწმინდის რაიონი – ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, გრიბოედოვის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის და ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს (318 აბონენტს); ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:0 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (663 აბონენტს);
საბურთალოს რაიონი – ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (468 აბონენტს);
ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის და დიდი დიღმის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს (18 აბონენტს); ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის და ბოლქვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (16 აბონენტს); გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, რიონის, ულიანოვის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს (413 აბონენტს). კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები