ლუკაშენკო ბელორუსიის იმ მოქალაქეთა საქმეების გამოძიებას მოითხოვს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცველ უწყებებს იმ პირთა საქმეების გამოძიება მოსთხოვა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა საზღვრის დაცვის საკითხებში თათბირის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ასეთი ადამიანი მინსკში კამერების წინაშე იარაღით პოზიორობს.
„არანაირი „ბოევიკები“ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ბელორუსიის რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ ახალგაზრდა მამაკაცების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც კომენტარებში აწერიათ, რომ უკრაინის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ადამიანები ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით სამშობლოში დაბრუნდნენ. ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში ბელორუსიის 58 მოქალაქე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები