სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ Dallas Mavericks-ის ქართველი კალათბურთელის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის – ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შოუში – All Stars ზაზა ფაჩულიას ასპარეზობისთვის მხარდასაჭერ ღონისძიებაში „კრწანისის“ პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
აქცია დეველოპერული კომპანია Royal Group-ის წარმომადგენლის ზურაბ თალაკვაძის და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორის გიორგი ალავიძის ორგანიზებით განხორციელდა.
მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა და საკალათბურთო კლუბ „არმიას“ ყოფილმა კალათბურთელმა ტუჯანი ტალბამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ამხანაგური მატჩი გამართეს.
ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებმა ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ დაათვალიერეს და ერთმანეთს სიმულაციურ სროლებშიც გაეჯიბრნენ. სტუმრებმა ცენტრის პირად შემადგენლობას საჩუქრად კალათბურთის ბურთები, ფაჩულიას გამოსახულებით მაისურები და ქართველი კაპიტნის მხარდასაჭერი ფლაერები გადასცეს. ცნობისთვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა სამშვიდობოებმა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია თავდაცვის სამინისტროსა და ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან ერთად უკვე გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები