„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას შესაძლოა, ჩინეთი შეუერთდეს

ჩინეთი შესაძლოა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდეს.
ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პეკინში შეშფოთებულები არიან ჩინელი ტერორისტების რაოდენობით, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ.
ამერიკული სამხედრო წყაროების ინფორმაციით, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება სინძიან-იუგურის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარების გამო შეიძლება მიიღოს. ამ რეგიონში მუსულმანი იუგურები ცხოვრობენ, რომლებიც უკვე შუერთდნენ „ალ-ქაიდას“ ტერორისტულ დაჯგუფებას.
გასული წლის ივლისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც იუგურებს იარაღის აღებისა და სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფებებთან მიერთებისკენ მოუწოდებდნენ. მუსულმანი სუნიტები ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში ცხოვრობენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები