ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი ლონდონში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ მის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება.
ალან რიკმანი რამდენიმე თაობის მაყურებლების საყვარელი მსახიობი იყო. ახალგაზრდა თაობა მას ჰარი პოტერის შესახებ ფილმებიდან იცნობს, როგორც პროფესორ სევერუსის როლის შემსრულებელს.
ალან რიკმანი ცნობილი გახდა 1988 წელს, „კერკეტი კაკალის“ პირველი ფილმის გამოსვლის შემდეგ. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი“, „რასპუტინი“, „გონება და გრძნობები“, „პარფიუმერი – ერთი მკვლელის ისტორია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები