რიმა ბერაძის სამაჟორიტარო ბიუროში მიმდინარე წლის პირველი შეხვედრა გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის სამაჟორიტარო ბიუროში ოთხშაბათის ტრადიციული მიღება გრძელდება.
დეპუტატმა რაიონის მოსახლეობასთან მიმდინარე წლის პირველი შეხვედრა გამართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მაჟორიტარმა 50 მოქალაქე მიიღო, მოუსმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინა. მიღებაზე მისულმა მოსახლეობამ დეპუტატს დახმარება და შუამდგომლობის გაწევა, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმებისა სხვადასხვა ყოფითი შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვა. რიმა ბერაძემ უშუალოდ მიღების დროს, რამდენიმე მოქალაქეს შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა და საკითხების მოგვარება პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები