მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლისთან შეხვედრისას, რომელსაც მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, ესწრებოდა ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „უორდროპის დიალოგის“ გაგრძელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი მთელი რიგი ინიციატივების განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერის მნიშვნელობას. შანდორ საბოსთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ორმხრივი ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობას. ელჩებმა მიხეილ ჯანელიძეს მიულოცეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.