ოზურგეთის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

ოზურგეთის რაიონის სოფლებს: ნატანებს და თხინვალს ელექტროენერგია შეეზღუდება, – ამის შესახებ ნათქვამია “ენერგოპროს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზეზს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენს.
“გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ოზურგეთის რაიონის სოფლებს – ნატანებს და თხინვალს შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური და მდგრადი გახდება”,-აცხადებენ „ენერგოპროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები