მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს

“ვალეს” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მედიკამენტ OPIDOL-ს მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში მიაგნეს, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა.
მათივე განმარტებით, ავტომობილი ეჭვის საფუძველზე დათვალიერდა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: DIPHNOKIM – 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
“ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფზეც”. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ნ.ი.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს”, – წერია განცხადებაში.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ამ შემთხვევაში საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები