თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს და ბოტანიკის ქუჩების მცხოვრებლებს (734 აბონენტს). ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას (609 აბონენტს). საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს (1 592 აბონენტს). 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს (16 აბონენტს). სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას (47 აბონენტს). კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.