დიმიტრი ქუმსიშვილი: უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება.
”რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, ამ ინფორმაციის მიხედვით მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამას არ ველოდებით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.