“უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა – მესამე ქვეყნად” – გურამ მაჭარაშვილი

“უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა – მესამე ქვეყნად”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა ევროსაბჭოს ანგარიშში და ადგნენ საერთოდ ამოიღეს უკრაინისა და მოლდოვის შეფასება. რატომ? – იმიტომ, რომ, აქ ვეღარ დამალავდნენ იმას, რომ საქართველო არა მარტო წინ არის უკრაინა-მოლდოვაზე, არამედ დაწინაურებულია ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყანასთან მიმართებით. წარმოიდგინეთ, სითავხედის ხარისხი ევრობიუროკრატიაში რომ არც კი შეაფასეს ევროსაბჭოს ანგარიში, მოლდოვაზე და უკრაინაზე არ ისაუბრეს. სწორედ იმიტომ, რომ ცუდია ცრუია კალასს ეთქვა რაღაცები საქართველოზე და არავის ეთქვა, რომ შენივე ევროსაბჭოს ანგარიში არის მოცემულობა, რომ უკრაინა და მოლდოვა უკან არის საქართველოზეო”, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები