მანანა კობახიძე: ამ ეტაპზე რაიმე სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი არ არის

ამ ეტაპზე რაიმე სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ სამთავრობო ცვლილებები უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება უნდა იყოს, ამის შემდეგ შესაძლოა, რაიმე კონსულტაციებზე საუბარი იყოს. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები