მანანა კობახიძე: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ გიორგი კვირიკაშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, კვირიკაშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე საკმაოდ სერიოზულად განიხილება.
„ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ გიორგი კვირიკაშვილია“, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელსაც ამ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.