“არანაირი წინაპირობა იმის, რომ კოალიციიდან რომელიმე პარტია დღეს გასვლას აპირებს, არ არის”
არანაირი წინაპირობა იმის, რომ კოალიციიდან რომელიმე პარტია დღეს გასვლას აპირებს, არ არის – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, თუმცა, ამ მომენტისთვის, კოალიცია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
„არჩევნებამდე მისვლას ასე ვგეგმავთ. ბუნებრივია, პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, თუმცა, ამ მომენტისთვის, კოალიცია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს“, – აღნიშნა მან.