გოგა ხაინდრავა: საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი აიფონია გაყიდული, თბილისს არ ეტყობა გაჭირვება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა არ იზიარებს აზრს, რომ საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს უკიდურესად უჭირს. ხაინდრავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო წლებში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.
“საზოგადოების უკიდურესად გაჭირვებული ფენა არსებობს, მაგრამ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი აიფონია გაყიდული, რომელთა ღირებულების ჯამი 200 მილიონ დოლარს შეადგენს! პერიფერიებში მოსახლეობას, მართლაც, უჭირს – ვგულისხმობ სოფლის მცხოვრებლებს, მაგრამ თბილისს არანაირად ეტყობა გაჭირვება. ნუთუ მართლა გგონიათ, თბილისში საცობებს ნარმანია ქმნის?! არა! საცობებს განაპირობებს თბილისელების კუთვნილი ურიცხვი მანქანა. მოსახლეობა, რომელსაც ამდენი ავტომანქანა ჰყავს, ვერ ჩაითვლება უკიდურეს გაჭირვებულ საზოგადოებად! ვაღიაროთ, რომ ადამიანების ცხოვრების დონე ქვეყანაში ისეთი დაბალი ნამდვილად არ არის, განგაშის ზარის დარისხება ღირდეს. ვაღიაროთ, რომ ქვეყანა გამოიცვალა. საქართველოში უდანაშაულოდ აღარ იჭერენ, მამაკაცებს აღარ აუპატიურებენ, მართალია ჩვენს ქვეყანაში დანაშაულები და გადაცდომებიც ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ აღარ ხდება ის, რასაც რეჟიმის დროს სისტემატურად ჰქონდა ადგილი“,- აცხადებს გოგა ხაინდრავა “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები