პუტინის აზრით, ნატოს ევროპაში „მეფობა“ სურს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატოს „მეფობის“ სურვილმა ევროპაში პრობლემები გაამწვავა. პუტინმა ეს გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ნუთუ ნატოს წესდებაში წერია, რომ მათ ალიანსში ყველა უნდა მიიღონ, ვისაც ამის სურვილი ექნება? არა, ეს ასე არ არის. საჭიროა შესაბამისი კრიტერიუმები და პირობები. პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ყველა სადავო საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნებოდა. მათ კი მარტივად მოუნდათ. „მეფობა“ გადაწყვიტეს, ავიდნენ ამ „სამეფო ტახტზე“. და მერე რა? ახლა ჩვენ კრიზისულ სიტუაციებს განვიხილავთ,“ – ამბობს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა თავისი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებს თავად ირჩევს. მაგრამ ნატოს წამყვან წევრებს შეეძლოთ ეთქვათ კანდიდატებისთვის – ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ალიანსში გაწევრიანება გსურთ, მაგრამ ჩვენ ამ ორგანიზაციის გაფართოებას არ ვაპირებთ და ევროპის მომავალს სხვანაირად ვხედავთ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები