ეკა ბესელია: ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში სუსტი რგოლი არსებობს
უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას, შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ ცვლილებები მათი საჭიროების სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს.
“მთავრობის შემადგენლობაში შესაძლო საკადრო ცვლილებები თავად პრემიერ-მინისტრმაც არ გამორიცხა. როდესაც ჩვენ მთავრობა დავამტკიცეთ, ცვლილებების განხორციელების თაობაზე თავადაც თქვა, რომ ეს მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც საკადრო ცვლილებების საჭიროების საკითხი სიღრმისეულად იქნება შესწავლილი. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში სუსტი რგოლი არსებობს. მუშაობის პროცესში უკეთესზე უკეთესი ყოველთვის შეიძლება დაინახო და განახლების სურვილი გუნდს ყოველთვის უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.