მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ, ახლა ყველა ცდილობს, როგორღაც სამშვიდობო მაგიდასთან ადგილი იპოვოს
ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ, ახლა ყველა ცდილობს, როგორღაც სამშვიდობო მაგიდასთან ადგილი იპოვოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„იმასაც კარგად ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს ამ პროცესებს მიღმა დარჩენა. ახლა ყველა ცდილობს, რომ როგორღაც იპოვოს ადგილი მაგიდასთან, რომელზეც ევროპაში სამშვიდობო ნაბიჯები უნდა გადაწყდეს. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერების პასუხისმგებლობაცაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ეხება ევროპას, ამიტომ არ შეიძლება, ყურადღების მიღმა იყოს. თუმცა ევროპასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ლიდერებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.