ევროკომისია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

ევროკომისია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიამ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევების გამო, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით“.

„ახალი წესების მიხედვით, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.

მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, ვიზის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც ვიზა სჭირდებათ“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები