სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი დასრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი დასრულდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ დეკანოზმა ბესარიონ გუნიამ ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.
ეკლესიის ეზოში ალილოს მონაწილეები შობის ხატით შევიდნენ.
ალილოს მსვლელობის შედეგად დღეს თბილისში შეგროვილი ტკბილეული და ნობათი ბავშვთა სახლებსა და თავშესაფარში გადანაწილდება. ახალგაზრდულ ცენტრში შემოწირულობები შეაგროვეს, რომელიც რამდენიმე მიკროავტობუსით მოიტანეს.
როგორც ჟურნალისტებს ალილოს მონაწილემ, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარინა რეხვიაშვილმა განუცხადა, მე-16 წელია თბილისში პატრიარქის კურთხევით ალილო ტარდება. მისივე თქმით, მიღებულ შემოწირულობებს სულ 30-მდე სხვადასხვა ადგილზე მიიტანენ, კერძოდ, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფარში. უკვე წინასწარ გამზადდა სასაჩუქრე ქისები ბავშვებისათვის, შემოწირული სასაჩუქრე კალათები 10 იანვარს გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები