ალილოს მონაწილეებს პარლამენტის დეპუტატებმა შობის დღესასწაული მიულოცეს
პარლამენტის დეპუტატებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს. ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ გაჩერდნენ.
პარლამენტარებმა მათ შობა მიულოცეს და ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს. დეპუტატებს შორის როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.
ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო „ვარდების მოედნიდან“ 14:00 საათზე დაიწყო. საზეიმო მსვლელობაში ბავშვები და მოზარდები მონაწილეობენ, რომელთაც სიმბოლურად „მოგვების“, „მწყემსების“ და „ანგელოზების“ ფორმები აცვიათ.
ალილო, რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით აღდგა.