გია ვოლსკი: გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად ლიდერია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის არჩევის საკითხი გაზაფხულზე, “ქართული ოცნების” ყრილობაზე გადაწყდება. ვოლსკი ადასტურებს, რომ აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ქართულ ოცნებაში” ყველა იზიარებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით ნამდვილად ლიდერია.
“თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, რომელიც სხვებსაც გავუზიარე და ამ აზრს ყველა ეთანხმება – გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით, პოზიციით ნამდვილად ლიდერია. ამაზე მისი პიროვნული თვისებებიც მიუთითებს. მსოფლმხედველობითად იგი ლიდერის პოზიციას უნდა იკავებდეს. ამასთან, ეს თემა მხოლოდ ჩემი და სხვების მოსაზრებით გადასაწყვეტი არ არის. საკითხს ყრილობის გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც გაზაფხულზე შედგება”, – განაცხადა ვოლსკიმ.